ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ
თარიღი : 21-10-2014, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი,რომელიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს ,,დიზაინკომპლექსმა“ შეიმუშავა. სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში წესრიგდება ბოტანიკური ბაღის გზები, სავალი ბილიკები, წყლის აუზი, ძველი ისტორიული შენობა და გეოფლორისტული ნაკვეთები.
,,ბოტანიკური ბაღი ათწლეულები მიტოვებული იყო. ბაღში გასამმაგებულია ვიზიტორთა რაოდენობა, რაც ძალიან კარგია. ეს ქალაქში ერთ-ერთი მთავარი დასვენების ადგილია. აუცილებელია ქალაქში სკვერებისა და მწვანე საფარის რეაბილიტაცია,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.