სტიქიამ ხონის სოფლები დააზარალა
თარიღი : 20-10-2014, 20:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ძლიერმა წვიმებმა ხონის მუნიციპალიტეტის მთის ზონის სოფლები დაზარალა. ადიდებულმა მდინარეებმა გზები და ხიდ-ბოგირები მწყობრიდან გამოიყვანა. შეფერხებულია როგორც ქვეითად , ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
სპეციალისტებთან ერთად, პრობლემური ადგილები ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
,,აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. შ.პ.ს. ,,ხიდმშენი 99,, , რომელიც მდინარე ოკაცეზე ძირითადი ხიდის მშენებლობას ახორციელებს, გვპირდება , რომ დღის ბოლომდე სათადარიგო ხიდს აღადგენს და მოსახლეობა უპრობლემოდ გადაადგილდება. ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები დააზიანა ძლიერმა წვიმამ სოფელ გორდშიც, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის საშუალებით მოვახერხებთ. ტექნიკა მზადყოფნაშია და წყლის დონის დაკლებისთანავე გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ,"- განაცხადა გამგებლის მოადგილე ოთარ ქაშიბაძემ.