Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოთახში კედელს გააკეთებთ და პოლს არ გაუკეთებთ?"- იმერეთის გუბერნატორის საყვედური გამგებლებს

თარიღი : 20-10-2014, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის ძველი და მოქმედი გამგებლები უნიათობაში დაადანაშაულა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზესტაფონის ხელმძღვანელობამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ გადაცემა „ბიზნეს-კურიერში“ გასული რეპორტაჟი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტენდენციურობა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა იყო.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სიუჟეტის გარკვეული ნაწილი სიმართლეს შეიცავდა, ხოლო უმრავლესობასთან რაიონისა და მხარის ხელმძღვანელობას პრეტენზიები ჰქონდა.

„ბიზნეს-კურიერში“ გასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტში ტროტუარების შეკეთება, ზესტაფონის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტუალეტისა და სოფელ ქვედა საქარაში მინი-სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ ტაბაკინის გზის მოწყობა უხარისხოდ იყო შესრულებული და ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის ყოფილ გამგებელს ნუგზარ ქამუშაძესა და მოქმედ გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს საყვედური გამოუცხადა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რაიონში მიმდინარე თუ უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

„ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქს ისევე უნდა შემოუაროს, როგორც მის ეზოს. ოთახში კედელს გააკეთებთ და პოლს არ გაუკეთებთ? ხელმძღვანელის უნიათობაა რომ ახალგაკეთებული კედლის ქვევით ტროტუარი მოუწესრიგებელია,“-განაცხადა მეფარიშვილმა.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ზესტაფონში ქვედა საქარა - ქვედა საზანოს 14 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ რაიონში
გუბერნატორმა ბოლო ორი შეხვედრა ჭიათურასა და ზესტაფონში გამართა.
ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის
2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.