ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა
თარიღი : 20-10-2014, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა.
მურღულიას თქმით, მერიაში მუშაობის მსურველებს განაცხადების ელექტრონულ ფორმატში წარმოსადგენად ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე აქვთ.
რაც შეეხება კონკურსს, ის სამ ეტაპად განხორციელდება. კონკურსი საბუთების გადარჩევის გარდა, ტესტირებასა და გასაუბრებას ითვალისწინებს. კონკურსანტთა ტესტირებას გამოცდების ეროვნულ იცენტრი ჩაატარებს. ტესტირების დროს კონკურსანტმა 60 კითხვიდან სწორად კითხვების 70%-ს უნდა უპასუხოს, რათა გასაუბრების ეტაპზე გავიდეს.
შოთა მურღულიას თქმით, ის ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ მოქალაქეს კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, კონკურსის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დაახლოებით 400 ადამიანი იმუშავებს.