შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს მოსახლეობამ ხანძარი ჩამქვრალი დაახვედრა
თარიღი : 20-10-2014, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #94-ში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს უკვე ჩამქვრალი დახვდათ.
საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ცეცხლი გაზის მილს წაეკიდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინაში ჭერი და კედლები გაირუჯა.
ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე მათი მისვლის მომენტისათვის ცეცხლი მოსახლეობის მიერ უკვე ჩამქვრალი იყო.