Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად?-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 18-10-2014, 00:19 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge

1. კითხვა: ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის რა მექანიზმები გამოიყენება?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
• ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.
• სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
• სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

2. კითხვა: რაში შეიძლება გამოიხატოს ოჯახში ძალადობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება გამოიხატოს:
ა) ფიზიკური ძალადობაში – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობაში – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
გ) იძულებაში – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
დ) სექსუალური ძალადობაში – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
ე) ეკონომიკური ძალადობაში – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ისჯება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის (ოჯახში ძალადობა) 1-ლი ნაწილის თანახმად: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) პირთა ჯგუფის მიერ; ე) არაერთგზის, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

4. კითხვა: რა არის დამცავი და შემაკავებელი ორდერი? რა ვადით გამოიცემა და რას შეიძლება ითვალისწინებდეს დამცავი და შემაკავებელი ორდერი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ:
• დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
• შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
• დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
• დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
• დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
• შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში

• დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

• დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;
დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
ე) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ~
ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს;
თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;
კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
• შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს; (ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს.
ვ1) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, იწვევს თუ არა პასუხისმგებლობას მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის თანახმად: დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ოჯახში ძალადობის ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) პირთა ჯგუფის მიერ; ე) არაერთგზის, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიზლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge


ნანახია: 1958-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი
როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა? თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა? -თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com

ამინდი