Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი სამართლიანობის აღდგენას სამსახურში დაბრუნებით ითხოვს

თარიღი : 17-10-2014, 23:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი და ქალაქის საკრებულოს ასევე ყოფილი წევრი გიორგი შავგულიძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორმა გიორგი შავგულიძემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშვნის თხოვნით მიმართა.
შავგულიძეს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა ქუთაისის მერის 2009 წლის 03 სექტემბრის N1412 ბრძანების საფუძველზე დაატოვებინეს. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით, გიორგი შავგულიძე განთავისუფლდა „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ დირექტორის თანამდებობიდან 2007 წლის 1 თებერვლიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო.
ქუთაისის მერიაში გიორგი შავგულიძის 2014 წლის 9 ოქტომბრის განცხადების განხილვის მიზნით, დღეს ზეპირი მოსმენა გაიმართა.
გიორგი შავგულიძის განმარტებით, იგი თანახმაა ქუთაისის მოქმედი მერის შოთა მურღულიას მიერ წინამორბედი მერის უკანონო ბრძანების ბათილად ცნობის და თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, იძულებით განაცდურზე უარი განაცხადოს და ადგილობრივ ბიუჯეტს თანხები დაუზოგოს. გიორგი შავგულიძე აგრეთვე განმარტავს, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, იგი იზრუნებს ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორის დასაქმებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
გიორგი შავგულიძის ინტერესებს საია-ს ქუთაისის ფილიალი იცავს. ფილიალის თავმჯდომარის გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციული ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ბათილად ცნოს ქალაქ ქუთაისის მერის 2009 წლის 03 სექტემბრის N1412 ბრძანება.
„ეფექტური მმართველობითი საქმიანობის იმპერატივი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით მოახდინოს მმართველობითი აქტების რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონკრეტული ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება. სზაკ-ის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას მმართველობითი ღონისძიების (მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მართლწინააღმდეგობის შემთხვევაში, ბათილად ცნოს იგი,“ - ამბობს ჭიქაბერიძე.
იურისტი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ქუთაისის მერის 2009 წლის 03 სექტემბრის N1412 ბრძანების გამოცემამდე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 05 თებერვლის და 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით/განჩინებით, დადგენილადაა მიჩნეული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რა დროსაც ის გარდაიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მასზე, როგორც უფლებამონაცვლეზე, გადავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, გიორგი ჭიქაბერიძეს გიორგი შავგულიძის თანამდებობიდან განთავისუფლება დაწესებულების ლიკვიდაციის გამო უკანონოდ მიაჩნია.
გიორგი შავგულიძის განმარტებით, ქუთაისის მერიის მიერ მისი განცხადების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ადმინისტრაციული სარჩელით სასამართლოს მიმართავს, სადაც მის ინტერესებს საია-ს ქუთაისის ფილიალი დაიცავს.
„სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი საქმის წარმოება არის არა ჩემი გამოცდა და ინტერესების დაცვის წარმოება, არამედ, გამოცდა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩვენს ქალაქში სამართლიანობის დამკვიდრების თვალსაზრისით,"- ამბობს შავგულიძე.


ნანახია: 2788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის საკითხს ქალაქის ხელისუფლება წყვეტს, თუმცა ამ დროისათვის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება
ლექვინაძე მიმდინარე წლის 28 ივნისს, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაღალი შედეგი აჩვენა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ციცი ჯინჯიხაძემ, რომელმაც 99 ქულა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნერო კონფერენცია ტარდება.