საწარმოს დასაქმებულის სასარგებლოდ 14 000 ლარის გადახდა დაეკისრა
თარიღი : 16-10-2014, 21:47 | კატეგორია: სამართალი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავს მოქალაქე ნ.ხ.-ს ინტერესებს, რომელიც ერთ-ერთ საწარმოში გვირაბგამყვანის პოზიაციაზე მუშაობდა. საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მოქალაქე დაშვდა.
„აღნიშნული უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო დამსაქმებლის ბრალით, რის გამოც მიიღო ნ.ხ.-მ მიიღო საწარმოო ტრავმა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამსაქმებლისგან საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
სასამართლომ ნ.ხ.-ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 14 000 ლარის გადახდა დააკისრა,“ - ამბობს ადვოკატი ზაალ გორგიძე.
ამ დროისათვის უცნობია გაასაჩივრებს თუ არა დამსაქმებელი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.