Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ანგარიში საზოგადოებას

თარიღი : 16-10-2014, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა.
სოციალურ საკითხთა სამსახური 11 პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი პროგრამა „სამედიცინო დახმარების პროგრამაა“, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების, დიაგნოსტიკის, შემდგომი მკურნალოიბს ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას ითვალისწინებს. ბიუჯეტი 380 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 9 თვის განმავლობაში სამსახურმა 358 203 ლარი აითვისა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით სამსახურს 917-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც 715 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა.
„მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის 300 000 ლარიანი ბიუჯეტიდან სამსახურმა 292 392 ლარი აითვისა. აღნიშნული პროგრამა ინკურაბელური, ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების, ჰემოდიალიზზე მყოიფ პაციენტების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარებას გულისხმობს. 9 თვის განმავლობაში მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში 3 948 მოქალაქის განცხადება შვიდა, საიდანაც 3 442 განცხადება დაკმაყოფილდა.
„სარიტუალო დახმარების“ პროგრამისათვის მიმდინარე წელს 70 000 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან სამსახურმა 26 424 ლარი აითვისა. პროგრამა ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანისა და იძულებით გადაადგილებული პირის დასაფლავების ხარჯის გამღები პირისათვის მატერიალური დახმარების გაწევასა და უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა 100 ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა, საიდანაც სამსახურმა 94 განცხადება დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი პროგრამა რომელსაც ქუთაისის მერიის სოციალური სამსახური ახორციელებს, ქალაქში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 268 820 ლარი უკვე გახარჯულია. სოციალურმა სამსახურმა პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 432 მოქალაქის განცხადებიდან 369 განცხადება დააკმაყოფილა.
„სოციალური საცხოვრისის“ პროგრამისათვის გამიზნული 28 000 ლარიდან სამსახურმა 10 600 ლარი დახარჯა. აღნიშნული პროგრამა თავშესაფრის მცხოვრებთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადების ანაზღაურებას ითვალისწინებს.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ერთ-ერთი პროექტის „უფასო მგზავრობის“ პროგრამისათვის გამიზნული 160 000 ლარიდან სამსახურმა 94 134 ლარი დახარჯა. პროგრამა უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, სტუდენტური ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგულების საქალაქო ავტობუსებით გადაადგილების უზრუნველყოფას გულისხმობს. უფასო მგზავრობის პროგრამით ამ დროისათვის 1 050 ბენეფიციარი სარგებლობს.
სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე „ბავშვთა ადრეული განვითარების“ და „დღის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლე ნაწილობრივ დფინანსებაზე მყოფი ბენეფიციარებისათვის დარჩენილი თანხის სრულად ანაზღაურებას ემსახურება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის“ პროგრამა. პროგრამის 25 000 ლარიანი ბიუჯეტიდან ამ დროისათვის 14 483 ლარია ათვისებული.
„განსაკუთრებული საჭიუროებების მქონე პირთა თანადგომის“ პროგრამა ქუთაისში მცხოვრები 18 წლის ასაკის იმ ბენეფიციარის მატერიალურ დახმარებას (200 ლარის ოდენობით) ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა და სრულწლოვანების გამო მომსახურება შეუწყდა. ასევე, პროგრამის ბენეფიციარებს განეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ერთი ან მეტი ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობას ექვემდებარება. პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. აქედან 83 860 ლარი უკვე დაიხარჯა.
9 თვის განმავლობაში 5 146-მა ბენეფიციარმა ისარგებლა „სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის“ პროგრამით. პროგრამა ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურებას ჰპირდება. პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია, საიდანაც 156 552 ლარი დახარჯულია.
„ქუთაისში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებულ იდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევების“ პროგრამით 9 თვის განმავლობაში 121-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო გამოკლვევა ჩაუტარდა 4 279 მოსწავლეს.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის კიდევ ერთ პროგრამას „სოციალური ღონისძიებების“ პროგრამა წარმოადგენს. პროგრამა გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიების მოწყობასა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების გაწეას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის 285 000 ლარიანი ბიუჯეტიდან დაიფარა ავღანეთის ომის ვეტერანებისათვის 40 ბენეფიციარზე მოწყობილი ღონისძიების საფასური 4 902 ლარი. ასევე, 26 აპრილს, ჩერნობილის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებაში 130 ბენეფიციარის მომსახურების ღირებულება 15 035 ლარი. გარდა ამისა, პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 2 500 ბენეფიციარზე მოწყობილი ღონისძიების ღირებულება 50 400 ლარი. პროგრამამ 10 000 ლარით დააფინანსა პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და პირველ ოქტომბერს, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ფურშეტი, რომელიც 877 ლარი დაჯდა.
სოციალური სამსახურის უფროსის ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პროგრამების ბიუჯეტის ზრდა 20-25%-ით იგეგმება, რაც როგორც მარგველაშვილი ამბობს, სამსახურის პროგრამებს მოქალაქეებისათვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.


ნანახია: 2053-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 თვის მონაცემებით სოციალურ პროგრამებზე 301 307 ლარი გახარჯა.
აღნიშნული თანხა 16 პროგრამის განხორციელებას მოხმარდა, რომელთაგანაც 5 ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხოლო 11 სოციალური

ამინდი