Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 6650 აბონენტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

თარიღი : 16-10-2014, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ბაკისუბანი", რის გამოც 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქუთაისის ნაწილს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალში ავრცელებენ.

"110/35/6 კვ ქვესადგურ “ბაკისუბნის” გამანაწილებელ მოწყობილობებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ნიკეას ქუჩას, აგრეთვე, ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძის, თაბუკაშვილის, ლომოურის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 6650 აბონენტს. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადატანილი იქნება სხვა დღეს," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს
მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში.

ამინდი