ქუთაისის ახალი მერის შესარჩევად შესაძლოა კონკურსი არ გამოცხადდეს
თარიღი : 12-09-2013, 10:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაძლოა კონკურსი არ გამოცხადდეს.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, სადაც გადაწყდება რომელი ვიცე-მერი შეასრულებს ქალაქის მერის მოვალეობას. მარგველაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ქალაქს ვიცე-მერი უხელმძღვანელებს და ახალი მერის შესარჩევად კონკურსი არ გამოცხადდება.
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადება გადადგომის შესახებ საკრებულოს კანცელარიაში გუშინ შევიდა, თუმცა თამაზ მარგველაშვილის თქმით, განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.