სახალხო დამცველი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშებს შეხვდა
თარიღი : 15-10-2014, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშებს შეხვდა
როგორც ნანუაშვილმა განმარტა, მუშების მხრიდან ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ ქარხანაში მათ რთული სამუშაო პირობების შერსულება უწევთ, რის გამოც გადაწყვიტა, მათ პირადად შეხვედროდა.
„დღეს ფეროშენადნობი ქარხნის მუშებს პირადად ვხვდები, რათა მოვისმინო ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ჩემი ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო სამუშაო პირობებს და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას მოითხოვენ. სპეციალურად ამიტომ, პირველად მუშებს შევხვდი, თუმცა, დღესვე, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შევხვდები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა თქმითაც, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მუშებისთვის გაუსაძლისი პირობებია.