კლასიკური მუსიკის კონცერტი და ცნობილი შემსრულებლები ოპერის სცენაზე
თარიღი : 14-10-2014, 23:15 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ოპერის სცენაზე ალექსანდრე აბაშიძემ ბახის, მოცარტის, ლისტისა და რახმანინოვის ნაწარმოებები შეასრულა. პიანისტი ალექსანდრე აბაშიძე 2007 წლიდან ქალაქ ბერლინში ცხოვრობს. აბაშიძე გერმანიის დედაქალაქში როგორც შემოქმედებით, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
კონცერტში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ნატა მეცხოვრიშვილი, რომელიც პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა ზ. ფალიაშვილის სახელობის ქართულ სამუსიკო გიმნაზიასა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სემინარიაში.