ხონის რაიონიდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა დააკავეს
თარიღი : 14-10-2014, 21:25 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
როგორც დაკავებულების ახლობლები topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე აფხაზეთში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე ახალგაზრდა სოხუმშია დაკავებული.
ოჯახის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, ადგილობრივი პოლიცია საქმის კურსშია, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები.
შსს-ს ინფორმაციით, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრნი ზაურ შვანგირაძე და ლევან ბუღაშვილი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული გალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.