Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მიერ დამალული საჯარო ინფორმაცია და გაცემული პრემიები

თარიღი : 14-10-2014, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ 2013 წელს ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქუთაისის ოთხმა მერმა (გასულ წელს ამდენჯერ შეიცვალა ქალაქის მერის ვინაობა) ბესიკ ბრეგაძემ, ნიკო კაჭკაჭიშვილმა, დიმიტრი კოპალიანმა და შოთა მურღულიამ პრემიის სახით 2 750- 2750 ლარი აიღეს.
რაც შეეხება მერის მოადგილეებს, ძოწენიძე ამირანს, ნიკო კაჭკაჭიშვილს, კოტე რატიანს, თენგიზ თოფურიძეს, კოტე ლომიძეს, გიორგი შარაბიძესა და ნოდარ მიქიაშვილს პრემია 2 050- 2050 ლარის ოდენობით შეხვდათ. აქედან აღნიშნული თანხა წლის განმავლობაში ერთხელ აიღეს ნოდარ მიქიაშვილმა, თენგიზ თოფურიძემ და კოტე ლომიძემ, პრემია სამჯერ შეხვდათ ძოწენიძეს, კაჭკაჭიშვილსა და რატიანს, ხოლო შარაბიძე მატერიალურად ორჯერ წაახალისეს.
რაც შეეხება საკრებულოში გაცემულ პრემიებს, გასული წლის იანვრის თვეში საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა 2 750 ლარი მიიღო, 2 150 ლარი შეხვდა მის პირველ მოადგილეს ლევან კირკიტაძეს, 2 050 ლარი აიღო მეორე მოადგილემ მერაბ მეშველიანმა. 1 500-1 500 ლარი შეხვდათ საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თაცმჯდომარეებს-დავით გოგისვანიძეს, კახა ნემსიწვერიძეს,შავგულიძე გიორგის, მღვდელაძე მამუკას, ქორჩილავა რაულს, მერაბ ბარათაშვილს, ტარიელ მესხს, თამაზ მარგველაშვილსა და ნოე კუხიანიძეს.
რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, ამ კუთხით ხარჯები ასე გამოიყურება: იანვრის თვეში 26 674 ლარი გაიცა, თებერვალში 6 000 ლარი, აპრილში 27 364 ლარი, აგვისტოში 28 944 ლარი, ხოლო დეკემბერში 27 554 ლარი.
საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო დანამატები თვეების მიხედვით ასეთია: იანვარი-389.15 ლარი, თებერვალი 464 ლარი, მარტი-464 ლარი, მაისი 435.92 ლარი, ივნისი-464 ლარი, ივლისი-174 ლარი, აგვისტო-304.96 ლარი, ხოლო სექტემბერ -ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში სახელფასო დანამატმა 174 ლარი შეადგინა.
„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, ქუთაისის მერიამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა 2013 წელს მერიაში დარიცხული სახელფასო დანამატების, ჩანაცვლებული ავტომობილებისა და მერის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოებული მიმოწერის შესახებ. ასევე არ მიგვიღია ინფორმაცია 2013 წელს აუდიტორული შემოწმების შედეგების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის, დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ამას გარდა, მერიამ არ მოგვაწოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და მერისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია მერიის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების თაობაზე.

მერიის ანალოგიურად, ქუთაისის საკრებულომ უპასუხოდ დატოვა ორგანიზაციის მოთხოვნა 2013 წელს აუდიტორული შემოწმების შედეგების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის, დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ქუთაისის საკრებულოს განმარტებით, საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე მიღებული არ არის. ამასთან, საკრებულოს ბალანსზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ ირიცხება. როგორც ირკვევა, საკრებულოს წევრებზე 2013 წელს სახელფასო დანამატები არ გაცემულა. საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის მარტის თვეში სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ელექტრონული მიმოწერა არ უწარმოებია.


ნანახია: 2518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამასთან, ადმინისტრაციის მიერ, არასრულყოფილად იქნა მოწოდებული ინფორმაცია 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
2012 წლის განმავლობაში საჩხერის გამგეობაში დასაქმებულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელზე პრემია 6-ჯერ გაიცა.
ქუთაისის მერიაში პრემიის სახით სულ გაიცა 1 870 045 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში- 599 480 ლარი; ჭიათურის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამრომლებზე 2018 წელს პრემია ან სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდიანტორმა ლელა მოწონელიძემ აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის

ამინდი