Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 წლის წყალტუბოელი იოსებ გიორხელიძე 4-მა პირმა გაიტაცა

თარიღი : 13-10-2014, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-მ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის იოსებ გიორხელიძის გატაცება, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 300 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის იოსებ გიორხელიძის გატაცება.

10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტეს" სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


ნანახია: 2824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას და მათ ორგანიზატორობას უწევდა
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს
ყალბი დიპლომის დამზადების და გასაღების ბრალდებით დაკავებულია 1959 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ.
ქუთაისში, რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ ჯ. და ამავე ცენტრის ექიმი, 1959 წელს დაბადებული დავით
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამინდი