უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
თარიღი : 13-10-2014, 21:01 | კატეგორია: სამართალი

1. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სავალდებულოა თუ არა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმდეს სანოტარო წესით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას. აგრეთვრ განგიმარტავთ, რომ იმავე მუხლის 13 ნაწილის თანახმად: ზემოაღნიშნული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.
2. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეს მიიღოს მამკვიდრებლის მიუღებელი პენსია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
3.კითხვა: ვარ ორსულად. მაინტერესებს აქვს თუ არა ქმარს უფლება აღძრას საქმე განქორწინებაზე.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
4. კითხვა: რამდენ თვეს შეადგენს სამოქალაქო საქმეებზე საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: სამოქალაქო საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.
5. კითხვა: რა ვადაში აქვს უფლება დასაქმებულს უფლება გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.
მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიზლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge