Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის ახალი მრჩეველი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას ჩაიბარებს

თარიღი : 13-10-2014, 20:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერს ახალი მრჩეველი ჰყავს. შოთა მურღულიას მრჩევლის თანამდებობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საჩინო“-ს ხელმძღვანელმა ზურაბ ხურციძემ ჩაიბარა.
ხურციძის თქმით, ის მერის დავალებით არასამთავრობო სექტორთან ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას გაუწევს კურირებას.
„მაქვს ჩემი მოსაზრებები და წინადადებები, რომელსაც მერს გავაცნობ. ერთ-ერთი შეეხება მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის გაადვილებას. საჯარო ინფორმაციაზე განცხადება არა მერის, არამედ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე დაიწერება. თუ ინფორმაცია შრომატევადი არ არის, მისი გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ხოლო თუ მას დამუშავება სჭირდება, ამ შემთხვევაში 10 დღიანი ვადაა გათვალისწინებული. ასევე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარკვეული პერიოდულობით შეხვედრის ტრადიციის დამკვიდრებაზეც,“ - ამბობს ზურაბ ხურციძე.
ცნობისთვის, ზურაბ ხურციძე აქტიურად მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ორგანიზებით ქალაქის მერიის წინ გასული წლის დეკემბერ-იანვარში გამართულ აქციებში. არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დროს ქალაქის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას და მერიის „ნაციონალი“ კადრებისგან გაწმენდას ითხოვდნენ.


ნანახია: 2020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს გიიორგი ჭიღვარიას სამი მრჩეველი ეყოლება.
არასამთავრობო სექტორი თქმით კი ქალაქის მთავარი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს.
ქუთაისის მერის მრჩევლებს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებათ.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ხურციძე კომისიას ტოვებს. ხურციძის თქმით,
აქციის მონაწილეები მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საკონკურსო