მერიაში გაუბედურებულ ადამიანებს მაღალი ხელფასის მქონე ბედნიერი ადამიანები ჩაანაცვლებენ
თარიღი : 13-10-2014, 13:16 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან ქალაქის მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში აკრიტიკებენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია თვლის, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ბიუჯეტის 25% ხელფასებზე იხარჯება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ რეფორმის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილ გაუბედურებულ ადამიანებს მაღალი ხელფასი მქონე ბედნიერი ადამიანები ჩაანაცვლებენ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უპასუხა. დვალი წულაიას განცხადებას არაკვალიფიციურს ან განზრახ სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალი წლის პირველ იანვრიდან კონკურსგავლილი საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების გაზრდით ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდი არ გაიზრდება.