ზესტაფონის ხუთი სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების ყურადღების მიქცევას გზის გადაკეტვით შეეცდება
თარიღი : 11-09-2013, 23:05 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მაცხოვრებლები ხვალ პროტესტის ნიშნად გზას გადაკეტავენ.
გზის გადაკეტვას ზესტაფონის სოფლების-საქარას, საზანოს, ზორვეთის, სასახლისა და ტყლაპის მაცხოვრებლები გეგმავენ.
როგორც ადგილობრივები ტოპნიუსთან საუბარში აცხადებენ, სოფლებთან მისასველი გზა ცუდ მდგომარეობაში. მისი მოწესრიგების დაპირება კი მოსახლეობას დიდი ხანია ესმით.
„ხვალ დილით, სოფელ სვირის გადასახვევთან იმ გზას გადავკეტავთ, რომელიც აღნიშნულ სოფლებს აერთებს. თუ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას, შემდეგ ცენტრალურ მაგისტრალზე გადავალთ. გზის გაკეთების დაპირება ყოველ არჩევნებზე გვესმის, მაგრამ არაფერი გაკეთებულა,“ - აცხადებს მოსახლეობა.