Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ყოფილი და მოქმედი მერების მივლინებებზე დახარჯული თანხები

თარიღი : 11-10-2014, 18:03 | კატეგორია: სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მივლინებები და ვიზიტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწერილი თანხები არა მხოლოდ მათი პოლიტიკური ოპონენტების, საზოგადოებისთვისაც კრიტიკის საგანს წარმოადგენს.
Topnews.com.ge ქუთაისის ყოფილი და მოქმედი მერების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივლინებებზე ათვისებული თანხების მოცულობით დაინტერესდა.
ქუთაისის ყოფილი მერი ბესიკ ბრეგაძე, რომელიც ამჟამად ქალაქის საკრებულოს წევრია „ნაციონალების“ ქვოტით, 2013 წლის 28 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, 9 დღით ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ გრაცსა და ესპანეთის სამეფოს ქალაქ მადრიდში იმყოფებოდა. გრაცში მერი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, ხოლო მადრიდში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მივლინებები ჯამში 12 858 ლარი დაჯდა. ქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ თანხაში შევიდა ბილეთები სამი პირისათვის, საჩუქრბი, სამსახურებრივი მოკლევადიანი მივლინებისას ერთი პირისათვის განსაზღვრული ნორმა, სავიზო მოსაკრებელი და საცხოვრებელი ფართის ღირებულება.
რაც შეეხება ქუთაისის „საოცნებო“ მერის მივლინებებს, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ღირებულება „მოკრძალებულად“ გამოიყურება. კერძოდ, შოთა მურღულიას ისრაელსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტები ადგილობრივ ბიუჯეტს ჯამში 2106.43 ლარი დაუჯდა.
ისრაელის ქალაქ აშკელონში მერი 6 დღით, მიმდინარე წლის 18-23 სექტემბერს იმყოფებოდა. შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, გაიმართა შეხვედრები მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან.
შოთა მურღულიას აშკელონში ვიზიტისათვის საჭირო თანხის ხარჯთაღრიცხვის შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერის მივლინება სულ 1 596. 88 ლარი დაჯდა. აღნიშნულ თანხაში შევიდა სამსახურებრივი მოკლევადიანი მივლინებისას ერთი პირისათვის განსაზღვრული სადღეღამისო ნორმა, საჩუქრები და ბილეთების ღირებულება.
რაც შეეხება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვიზიტს, მერი მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ესწრებოდა საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“. აღნიშნული მივლინების ღირებულებად შესაბამის ბრძანებაში 509.55 ლარია მითითებული.


ნანახია: 2470-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი პოლონეთის რესპუბლიკაში ხუთი დღით იმყოფებოდა.
Topnews.com.ge დაინტერესდა, რა თანხა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს ქუთაისქალაქობის აღნიშნვნა?
პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის მერი პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა

ამინდი