სამტრედიაში დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა მოსამართლემ გაათავისუფლა
თარიღი : 11-10-2014, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

სამტრედიაში დაკავებული 19 წლის გიორგი ადეიშვილი მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 6 მამაკაცმა გამეტებით სცემა, ამის შემდეგ კი მარიხუანა ჩაუდეს.
“ჩემი დისშვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველებმა სცემეს, რისი მომსწრეც მთელი სამტრედიია, ამის შემდეგ კი, ჩაუდეს მარიხუანა და ეუბნებოდნენ, რომ მარიხუანას ინახავდა. მე მიხარია, რომ დღეს მოსამართლემ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული”,-აცხადებს ბრალდებულის დეიდა ნათია თელია.
შეგახსნებთ, რომ გიორგი ადეიშვილი სამტრედიის ცენტრში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. როგორც შსს-ში განმარტავდნენ, ის ნარკოტიკური ზემოქმედების ქვეშ იყო და ასევე მას ინახავდა.