"უპატრონო ცხოველებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ", -მიმართვა ხელისუფლებას
თარიღი : 11-10-2014, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი თემურ ლაჭყეპიანი ქვეყანაში მაწანწალა ცხოველების უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.
ლაჭყეპიანის განცხადებით, ცხოველების დაჭერაზე პასუხისმგებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ღამის საათებში მაწანწალა ცხოველებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ. ცხოველთა უფლებების დამცველი იმასაც აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოები აღნიშნულ ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
გარდა ამისა, თემურ ლაჭყეპიანი ქვეყნის ხელისუფლებას იმ განკარგულების გადახედვისაკენაც მოუწოდებს, რომელიც მოქალაქეებს მურა დათვის მოკვლის უფლებას აძლევს.
„მურა დათვი ისედაც 200-300 ერთეულია დარჩენილი საქართველოში და წითელ წიგნშია შეტანილი. განკარგულების მიღების მიზეზად დათვების მიერ მოსახლეობის დაშინება და მათ საცხოვრებელ სახლებში შესვლა დაასახელეს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა,“ - ამბობს ლაჭყეპიანი.