ზესტაფონში მამაკაცის ცხედარი შვიდი მეტრის სიღრმიდან დილის ოთხ სათზე ამოიყვანეს

ზესტაფონის ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის ამოყვანის სამუშაოები გამთნიისას დასრულდა.
30 წლამდე ასაკის მამაკაცი დავით კაკაურიძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი იმ დროს გახდა, როდესაც ის ბაზრის ტერიტორიაზე სილიკო მანგანუმის ნარჩენების მოპოვებას ახორციელებდა.
„ ჯგუფი გამოცხადდა ოპერატიულად ჩატარდა სპეციალური საძიებო ამოყვანითი სამუშაოები. ცხედრის მაოყვანას დღის 14:00 საათის შემდეგ ვცდილობდით,“- აცხადებს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ტყავაძე.
ცნობისთის ადგილზე მთელი ღამის განმვლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომებთან ერთად საპატრული პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.