Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამუკა მღვდელაძე:ქუთაისის მერის პატიოსნება, მერიისთვის ზედმეტი აღმოჩნდა

თარიღი : 11-09-2013, 22:31 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან წასვლა მოსალოდნელი იყო.
როგორც მღვდელაძემ ტოპნიუსს განუცხადა, დიმიტრი კოპალიანი ძალიან პატიოსანი და განათლებული ადამიანია, თუმცა მღვდელაძე აქვე აღნიშნავს, რომ კოპალიანის პატიოსნება ქალაქის მერიისთვის ზედმეტი აღმოჩნდა.
„ის სულ სხვა მიმართულებით, მაგალითად, საგარეო ურთიერთობების ან განათლების კუთხით იქნება ეფექტური და მე მივესალმები, თუ მისი რესურსი ჩვენს ქვეყანაში არ დაიკარგება. ვერ ვიტყვი, რომ მან ბევრი რამ ან გააფუჭა ან გააკეთა, მაგრამ დიმიტრი კოპალიანი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, ის დაიტანჯებოდა, რადგან მერს დიამეტრალურად განსხვავებულ ადამიანებთან და გარემოში უწევდა მუშაობა. ის ვერ შეძლებდა ყოფილიყო წარმატებული. ბატონი დიმიტრისთვის უკეთესი იყო თანამდებობა დაეტოვებინა, ვიდრე ქუთაისის ყველაზე სუსტი მერის სახელით შესულიყო ქუთაისის მერების სიაში,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ქუთაისის მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.


ნანახია: 2424-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მღვდელაძე განმარტავს, კოპალიანს განატლების სფეროს მიმართულებით შეთავაზებები აქვს, თუმცა მღვდელაძე არ აკონკრეტებს გახდება
ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მოქმედმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც შვებულებიდან დღეს გამოვიდა,
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერის,დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.
ქუთაისის ყოფილი მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია ქალაქის საკრებულოს საქმიანობა.
როგორც ნემსიწვერიძემ ტოპნიუსთან საუბრისას განაცხადა, მერის მიერ თანამდებობის დატოვება მოსალოდნელი იყო.
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე „ნაციონალების“ ბრალდებებს პასუხობს.

ამინდი