Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 10-10-2014, 11:46 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიზლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge






1. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როდის აქვს პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას; ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება −„პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: პოლიციელს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

2. კითხვა: გთხოვთ, გაგვიმარტოთ, გადაიწია თუ არა კონკურსების ჩატარების ვადამ ადგილობრივ თვითმმართველობებში? დადებით შემთხვევაში რა ვადით?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.016867) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.“

3. კითხვა: ჩემი აწ.გარდაცვლილი მშობლის მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტის თანახმად: გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.“

4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, აქვს თუ არა მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით და რა პროცედურების გავლა ამისათვის საჭირო?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 26-ე მუხლის თანახმად: ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.
განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. გაცილება ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.
მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის გაყვანასთან საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.
მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.

5. კითხვა: ა/წლის 5 აგვისტოს გარდამეცვალა მამა, რომელსაც საკუთრებაში დარჩა საცხოვრებელი ბინა (მდებარე ქალაქ ქუთაისში). მას ჩემს გარდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრე სახეზე არ ჰყავს. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაში უნდა იქნეს ჩემს მიერ მიღებული სამკვიდრო და როდის მაქვს უფლება მივიღო სამკვიდრო მოწმობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ:
• სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
• მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
• თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
• სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
• სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
• სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.



ნანახია: 1693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი).
როდის ითვლება კონკურსი ჩაშლილად და ითვალისწინებს თუ არა კანონი საჯარო მოხელეებისათვის გამოსაცდელ ვადას?," - ამ და სხვა საინტერესო
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს არასრულწლოვნის დათრობა, ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის გარეშე

ამინდი