მაშველებმა მდინარე გუბისწყლიდან ცხედარი ამოიყვანეს
თარიღი : 9-10-2014, 23:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

მაშველებმა ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყლიდან ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი ტყავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაპოვნია ქალის ცხედარი, თუმცა ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი, იგი მოკლულია და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნითაა მდინარეში გადაგდებული თუ თვითმკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.
შსს ცნობით ქალბატონი სამი დღის წინ დაიკარგა და მისი სამძებრო სამუშაოები მალევე დაიწყო. ძიების პროცესში კი გამოიკვეთა პიროვნება, რომელმაც მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.