წყალბურთელები ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად იბრძვიან
თარიღი : 9-10-2014, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ტურნირი გაიხსნა. ტურნირში, რომელიც 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, სულ 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სპორტული ღონისძიების გახსნას „ლაგუნა ქუთაისის“ ბაზაზე დღეს ქუთაისის მერი და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წყალბურთელებს ქალაქის ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში მატერიალურ მხარდაჭერას დაპირდნენ.
„მესამე წელია გრძელდება ეს ტრადიცია წყლბურთში. ჩვენ ყველანი ხელს შევუწყობთ ამ ტურნირის ორგანიზებას. მოგება და წაგება ძმები არიან, მაგრამ მოგება სჯობია,“ - აღნიშნა ქუთაისის მერმა.
წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად პირველობისათვის ბრძოლა მესამე წელია გრძელდება.