იმერეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტებს ამოწმებს
თარიღი : 9-10-2014, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მხარის რაიონების ხელმძღვანელობის მუშაობის ანგარიშს ეცნობა.
გუბერნატორმა აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრები ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გამართა.
თერჯოლაში გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული ფინანსური მდგომარეობა განიხილა.გარდა ამისა, გუბერნატორმა შეკრებილებს ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცა.
რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ზაზა მეფარიშვილმა აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. რაიონში ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის რეაბილიტაცია ხორციელდება. საცურაო აუზზე სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 100 000 ლარით აფინანსებს. ორ ეტაპად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციაც, რომელსაც 400 000 ლარით რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
მხარის რწმუნებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საზოგადოებრივი აქტივის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რაიონის სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს და სამსახურის უფროსებმა 9 თვის ანგარიში წარმოადგინეს.