Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თარიღი : 9-10-2014, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
3 ოქტომბერს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება ფაქტს, როდესაც პოლიციელის მიერ 21 წლის მოკლული ახალგაზრდის ოჯახისწევრებმა და ახლობლემბა საავადმყოფოში შეჭრა სცადეს რა დროსაც ადგილზე დაპირისპირება მოხდა და ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები. უწყების ინფორმაციით, გამოძება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

“გამოძიება მიმდინარეობს რა თქმა უნდა, სამართალდამცველებმა იმ ღამესვე დაიწყეს გამოძიება 187-ე მუხლით რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს და გრძელდება გამოძიება,” -განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

რაც შეეხება გარდაცვლილი მირზა გოჩუაძის ახლობლების განცხადების, რომელის მიხედვითაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მიმდინარეობს მათზე დევნა, თვალთვალი, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ და “ამასთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს ან გენ. ინსპექციას ან პროკურატურას,"-აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 21 წლის მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.ადგილზე იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები. როგორც ისინი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, გოჩუაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით და მოძრაობა გააგრძელა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.


ნანახია: 2116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საფიჩხიუის უბნის ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ტოპნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ქუთაისში 20 წლის მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძიმე ან ნაკლებად მძიმე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ქუთაისში, ბაგარატის ტაძარში, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ამინდი