ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მატერიალურ დახმარება გადასცა
თარიღი : 8-10-2014, 18:09 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრას საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების და მუსიკალურის სასწავლებლების ასამდე პედაგოგი დაესწრო. მათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მატერიალური დახმარება გადასცა. ქალაქის მერი განათლების სისტემაში არსებულ ვითარებასაც გაეცნო.
„ მოზარდების აღზრდასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში დიდია პედაგოგთა ღვაწლი და ამაგი. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის გვერდით დაუდგებით მათ,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
„ მოზარდების აღზრდასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში დიდია პედაგოგთა ღვაწლი და ამაგი. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის გვერდით დაუდგებით მათ,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.