პატიმარმა, რომელიც ქუთაისის ციხეში 46-ე დღეა შიმშილობს, პირი და თვალები ამოიკერა

პატიმრის რუსლან პერტაია ახლობლების ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 46-ე დღეა შიმშილობს.
როგორც ციხესთან შეკრებილმა პატიმრის ახლობლებმა განაცხადეს, პერტაიამ პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა, ხოლო კიდურები საწოლზე მიიჭედა.
მათი განცხადებით, თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო წარმომადგენლები პატიმარს დროულად არ დაარწმუნებენ, რომ შიმშლობა შეწყვიტოს, ის შესაძლოა, უახლოეს დღეებში გარდაიცვალოს.
„46 დღეა, რაც შემშილობს. თუ ასე გააგრძელებს, უახლოეს დღეებში შესაძლოა, გარდაიცვალოს. ჩვენ, ოჯახის წევრები, მას არ დავასაფლავებთ და ზუგდიდის სამმართველოს წინ მივიყვანთ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით იქ დავასრულებთ. მის დაკავებაში ზუგდიდის სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას ვადანაშაულებთ. მან პირადი უთანხმოების საფუძველზე დააკავა მამაჩემი“, - აცხადებს მოშიმშილე პატიმრის შვილი ნათია პერტაია.