ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 22 წლის მირზა გოჩუაძის საქმეში ბრალდებული პოლიციელის ლაშა ჯიხვაშვილის ადვოკატი თეიმურაზ მესხი, სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ჯიხვაშვილს მოსამართლემ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც უფლებადამცველმა თეიმურაზ მესხმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ჯიხვაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებიდან ერთს სამსახურეობრივი უფლებამოსულების გადამეტებას აღიარებს, ხოლო განზრახ მკვლელობას არა.
„ როგორც კი სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ საჩივარს იქედან 72 საათში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე განიხილავს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სააპელაციოს მოსამართლე ამის შემდეგ ან ისევ ორთვიან პატიმრობაში დატოვებს, ან კიდევ გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლებს,“- აცხადებს ადვოკატი თეიმურაზ მესხი.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.