ევროპასთან დაახლოებას ქუთაისში შექმნილი ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცდება
თარიღი : 7-10-2014, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა.
ევროპასთან დაახლოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციას „ევროპა ჩვენი სახლია“ ჰქვია. ორგანიზაციის დამფუძნებლები მამა-შვილი მერაბ და თორნიკე ბარათაშვილები არიან. მერაბ ბარათაშვილი ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ხოლო ორგანიზაციას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი, „ნაციონალი“ გია გოქაძე ხელმძღვანელობს.
გოქაძის განცხადებით, „ევროპა ჩვენი სახლია“ სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისების გახსნასა და ევროპასთან ქვეყნის მეტი დაახლოებისთვის საზღვარგარეთ მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს.
ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, დისკუსიას აწყობს თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლი და მნიშვნელობა ქუთაისის განვითარებისთვის“.