ქუთაისში მოკლული მირზა ბუჩუაძის მეგობრების თქმით, მათზე მუქარა ხორციელდება
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოკლული მირზა ბუჩუაძის მეგობრების თქმით, მათზე მუქარა ხორციელდება

თარიღი : 7-10-2014, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მირზა ბუჩუაძის ახლობლების და მეგობრების თქმით, სამართალდამცველები ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მათი მასობრივი დაკავებები დაიწყება.
მეგობრები ამ ფაქტს, მირზას გარდაცვალების დღეს საავადმყოფოში შეჭრას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას უკავშირებენ.

„ბოლო დღეებია, ქუჩაში ხვდებიან ახალგაზრდებს პოლიციელები და ეუბნებიან, რომ მათ აუცილებლად დაიჭერენ. ასევე, ორი დღეა, ახალგაზრდებს ტელეფონზეც ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გასვენებაში არ მივიდნენ. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ გარდაცვალების დღეს საავადმყოფოსთან მივედით და გამწარებულებმა მინა ჩავამსხვრიეთ“, - აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი გიორგი გურეშიძე.

როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის მეგობრებზე არანაირი მუქარა არ ხორციელდება, თუმცა, ფაქტს იმის შესახებ, რომ საავადმყოფოს ინვენტარის დაზიანების გამო გამოძიება მიმდინარეობს, ადასტურებენ.


ნანახია: 1556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მირზა ბუჩუაძე თურქეთიდან, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდა, შემთხვევის დღეს დაბრუნდა.
გამოძება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,
სასამართლო სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ხმაური სასამართლოს დარბაზში ლაშა ჯიხვაშვილის შემოყვანამ გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები
ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვნეს.
ბრალდებულის ადვოკატი ინგა გიორგაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდის მკვლელობა არ სურდა.
გარდაცვლილის დედის თქმით, დაკავებული სამართალდამცველის ოჯახის წევრები მათთან სისტემატიურად მიდიან და დუმილის სანაცვლოდ თანხას
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი