ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თარიღი : 6-10-2014, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

21 წლის მირზა ბუჩუაძის გარდაცვალებაში ბრალდებულ პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილის მიერ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თავად ბრალდებული არ დასწრებია, რადგან ლაშა ჯიხვაშვილმა სხდომათა დარბაზი ცუდად ყოფნის მიზეზით დატოვა.
სასამართლო სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ხმაური სასამართლოს დარბაზში ლაშა ჯიხვაშვილის შემოყვანამ გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები მას სიტყვიერი შეურაცხყოფით შეხვდნენ.
ბრალდების მხარის წარმომადგენელმა დავით ლეპერტმა ჯიხვაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ლეპერტმა აღნიშნა, რომ პოლიციელმა გარდაცვლილის მიმართულებით გასროლა საკონტროლო გასროლის გარეშე განახორციელა.
ჯიხვაშვილის ადვოკატმა გიორგი დათუაშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მირზა ბუჩუაძის სიკვიდილი არ უნდოდა. აღნიშნულზე თავად ბრალდებულმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის განზრახ მკვლელობის მუხლით წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, ხოლო უფლებამოსილების გადამეტების მუხლს ეთანხმებოდა.
საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარეს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჯიხვაშვილის გათავისუფლებაზე უარი უთხრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ჩაინიშნა.
გარდაცვლილის ახლობლები პოლიციელის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე სამართალდამცველმა ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მირზა ბუჩუაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.