ქუთაისში ადგილობრივ ხელისუფლებას იტალიელმა ლანშაფტ დიზაინერმა გამოცდილება გაუზიარა
თარიღი : 6-10-2014, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ტოსკანას დეკორატიული მებაღეობის საზოგადოების პრეზიდენტს ალბერტო ჯიუნტოლს უმასპინძლეს. იტალიელი სტუმარი ლანშაფტის დიზაინერია. მან საკუთარი გამოცდილება ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა. შოთა მურღულიამ ალბერტო ჯიულტონს ცენტრალური ბულვარი დაათვალიერებინა და მისგან ის რეკომენდაციები მოისმინა, რომელიც ქუთაისის ეკო ტურიზმისათვის მიმზიდველი და საინტერესო იქნება.
,,ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, მივიღეთ რჩევები, დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. ბოლო პერიოდში ქალაქი გამწვანების კუთხით მიტოვებული იყო, სამუშაოებს არაპროფესიონალები ასრულებდნენ,თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს, ჩვენ ვითანამშრომლებთ პროფესინალებთან, მათ შორის უნივერსიტეტთან. აუცილებელია მოვუაროთ ჩვენს ქალაქს ეს არის ერთ-ერთი კარგი საქმე რაც შეიძლება გავაკეთოთ,“-აღნიშნა შეხვედრის დროს შოთა მურღულიამ.