სამტრედიაში ნიკოობა აღნიშნეს
თარიღი : 5-10-2014, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ტრადიციული სახალხო ზეიმი ნიკოობა აღნიშნეს. წლევანდელი ზეიმი ნიკო ნიკოლაძის შვილის, რუსუდანის, 130 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნიკო ნიკოლაძის სახლ - მუზეუმში გამართულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების მკვლევარებმა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა პროფესორებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნიკოლაძისა და მისი შვილების მოღვაწეობა. დღე საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ნიკოობა დიდ ჯიხაიშში 1972 წლიდან აღინიშნება.