"იმერეთში პოლიციის უფროსებად ბანდიტები დანიშნეს"

ადვოკატი ლედი ტუკვაძე იმერეთის რეგიონში ბოლო დროს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივებზე ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის უკანონოდ ჩადების ფაქტებს ეხმაურება.
უფლებადამცველის თქმით, მას ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი უკავშირდება, რომლებიც აცხადებენ, რომ კვლავ გრძელდება სამართალდამცველების მხრიდან ადამიანების ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და საპატიმროში უმიზეზოდ ჩასმა.
ადვოკატის მტკიცებით, დღეს იმერეთში რაიონული პოლიციის უფროსების თანამდებობას ის პირები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხის წამებით იყვნენ დაკავებულები.
"ყოველდღიურად მირეკევან ოფისებიდან და მეუბნებიან, რომ იგივე მეთოდებით დაიწყეს იარაღის და ნარკოტიკების ჩადება. ასევე ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ასე თუ უნდათ კრიმინალს ებრძოლონ, ძალიანაც შემცდარან. ათასობით პროფესიონალი სახლში ზის და რაიონული პოლიციის უფროსებად ბანდიტები და კრიმინალები ჰყავთ დანიშნული. ისეთი ბანდიტები, როგორიც მაგალითად ბაღდათის რაიონული პოლიციის უფროსი ზაზა ცხაკაიაა. მაინტერესებს რა ნიშნით დააბრუნეს ეს ადამიანები თანამდებობაზე, როცა წინა ხელუსფლების დროს აკეთებდნენ ისეთ გარეწრობას, რომ ენითაც რთული აღსაწერია ეს ყველაფერი. დღეს ისეთი მდგომარეობა ჩემს ქუთაისსა და იმერეთში, რომ ამერიკიდან როცა ჩამოვალ, თბილისში აღარ მინდა გაჩერება, მინდა ჩამოვიდე ქუთაისში და დღეს თანამდებობაზე დანიშნული მაღალი რანგის პოლიციის მოხელეები ვამხილო, ვინ იყვნენ ისინი წლების წინ, რა საქმეს აკეთებდნენ წარსულში და რას შვრებიან დღეს,"- აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.
შეგახსენებთ, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-მ იმერეთის მხარეში სამართალდამცველების მხრიდან ადგილობრივებზე ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადების რამდენიმე ფაქტი გამოაქვეყნა.