Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მირზა ბუჩუაძე ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, პოლიციელს მისი მოკვლის უფლება არ ჰქონდა"

თარიღი : 4-10-2014, 16:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 21 წლის მირზა გუჩუაძის ნაცნობები გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ.

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბუჩუაძის მიმართ. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდის მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. ბუჩუაძე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მირზა ბუჩუაძე თურქეთიდან, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდა, შემთხვევის დღეს დაბრუნდა.

„ოჯახს ძალიან უჭირს. სახლი არ აქვთ. სხვის სახლშია დასვენებული გარდაცვლილი. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო.თუ გინდა დამნაშავე ყოფილიყო, პოლიციელს მისი მოკვლის უფლება არ ჰქონდა. მანქანის საბურავისათვის ესროლა. ტყვია პირდაპირ თავში ჰქონდა მოხვედრილი. საავადმყოფოში გადაყვანილი ფაქტობრივად მკვდარი იყო. მხოლოდ ხროტინებდა. 40 წუთი აპარატზე ჰყავდათ შეერთებული, მაგრამ ვერაფერი უშველეს,“ - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება პოლიციელს, რომელმაც ბუჩუაძეს ესროლა, მას უფელბამოსილება შეუჩერდა.


ნანახია: 2695-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.
გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძეს ოჯახის წევრები და ახლობლები ბრალდებულის კანონის უმკაცრესი სასჯელით დასჯას მოითხოვენ.
სასამართლო სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ხმაური სასამართლოს დარბაზში ლაშა ჯიხვაშვილის შემოყვანამ გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები
ბელგიაში ქუთაისელი, 27 წლის მირზა გოლეთიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,
ბრალდებულის ადვოკატი ინგა გიორგაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდის მკვლელობა არ სურდა.