ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
თარიღი : 4-10-2014, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში, სადაც ამ დრომდე სკოლამდელი დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი და 25 ბავშვზეა გათვლილი. ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა. ადგილობრივების თქმით, სკოლამდელი დაწესებულების აშენება სოფელში დაწყებული მიგრაციის შეჩერებასაც შეუწყობს ხელს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 საბავშვო ბაღი აშენდა და ამ მიმართულებით მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ახალი საბავშო ბაღი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა, ხარაგაულის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გახსნეს. სტუმრებმა აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ახალი საბავშო ბაღი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა, ხარაგაულის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გახსნეს. სტუმრებმა აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.