ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის რეკომენდაციებს გაეცნო
თარიღი : 3-10-2014, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ,,მოსახლეობის ფორუმი“-ს შედეგებს და რეკომენდაციებს გაეცვნენ. პროექტ ,,ეს მუშაობს“ 3 თვის მანძილზე ხორციელდებოდა და მასში 514 ადამიანი იყო ჩართული ( სტუდენტები,სოციალურად დაუცველები,პენსიონერები,პედაგოგები, იძულებით გადაადგილებული პირები,მოსწავლეები,არასამთავრობო ორგანიზაციები).პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც ყვცელაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას. 3 თვიანი მუშაობის შედეგები ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის განხორციელების პერიოდში შექმნილმა მრჩეველთა საბჭომ წარუდგინა.
,,მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმდენად, რამდენადაცმოსახლეობის აქტიური ჩართულობა მოხდა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში. ეს ცვლის იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც წინა წლებში არსებობდა,თითქოს მოსახლეობა იყო ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ჩვენ დღეს გავეცანით მოქალაქეების პრიორიტეტებს, რეკომენდაციებს თითქმის ერთნაირი ხედვა გვაქვს. ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში ამ ადამიანების მოთხოვნები მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული,“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.