ქუთაისში 20 წლის მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს
თარიღი : 3-10-2014, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში 20 წლის მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს.
შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირის პირველ შესახვევში მოხდა.
შემთხვევის თვითმხილველთა განცხადებით, გოჩუაძის დაჭრა მათ უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება. ადგილობრივები ყვებიან, როგორ გაიგონეს გასროლის ხმა. „ახალგაზრდა თავისი მანქანით მოძრაობდა. პოლიციამ გაჩერება მოსთხოვა. გოჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ, ალბათ შეეშინდა გაიქცა, რასაც პოლიციელების მხრიდან სროლა მოჰყვა,“ - ამბობენ თვითმხილველები.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კომენტარს არ აკეთებენ.
შემთხვევის ადგილას ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.