თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისში სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდნენ
თარიღი : 2-10-2014, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მონაწილეობდნენ.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის „გენერალ კვინიტაძის“ მედლით 10 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. ასევე, სააპტიო სიგელი გადაეცა ლიცეუმის 20 პედაგოგსა და ინსტრუქტორს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.