Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოხუცებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

თარიღი : 1-10-2014, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ფინანსური მხარდაჭერითა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინიციატივით, „ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრ“ - ში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოხუცებს ეს დღე იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ მიულოცეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ - ს ბენეფიციარებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და სტუმრებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება გამართეს. მოხუცებს პირველი ოქტომბერი მცირე კონცერტით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმაც მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარების პრობლემებსაც გაეცნენ და მოხუცებს არსებული პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.
ქუთაისის „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ უკვე ათი წელია რაც ფუნქციონირებს და ცენტრს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ფინანსურ დახმარებას ქუთაისის მერია უწევს.


ნანახია: 1627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სტუმრად აჭარისა და ჭიათურის ხანდაზმულთა ორგანიზაციების ბენეფიციარებიც იმყოფებოდნენ.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ბენეფიციარებს შეხვდა და მათთან ერთად ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ქუთაისში, ხანდაზმულთა საერთაშორისო კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ხანდაზმულთა ნამუშევრების
ალაფურშეტის მოწყობის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვისათვის ადგილობრივი ხელისუფლება 918 ლარს იხდის.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღესვე, ბაზრობებზე დასაქმებულ ქალბატონებს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.

ამინდი