„ღორები“ და მევახშეები,“ - იპოთეკარები დეპუტატებს მიმართავენ
თარიღი : 1-10-2014, 14:47 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა აქცია ხმაურით დაიწყო.
პარლამენტთან ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმსა და ფოთში მცხოვრები დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათი მოთხოვნა უცვლელია და იპოთეკური სესხებით დაზარალებულები გამოსახლებების შეჩერებასა და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას ითხოვენ.
მოქალაქეებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს პირველი მევახშე უწოდეს.
აქციის მონაწილეები სირცხვილის კორიდორითა და შეძახილებით შეხვდნენ „ნაციონალ“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილს.
„სირცხვილი ამათ. ღორები ხართ, ღორები. ხალხის ფულით ისქელებთ ჯიბეებს,“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.