Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი შვილი დაიჭირეს და დღისით, მზისით იარაღი ჩაუდეს"

თარიღი : 29-09-2014, 22:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ბაღდათის რაიონულ პოლიციასთან 20 წლის ირაკლი აბულაძის მეგობრები და ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ირაკლი აბულაძე შუადღეზე სამართალდაცავებმა ბაღდათის ცენტრში ძალის გამოყენებით დააკავეს და იარაღი ჩაუდეს. აბულაძის ახლობლები ეჭვობენ, ახალგაზრდა ნაცემია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ადვოკატს მისი ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
"სამ საათზე მეტია ადვოკატს შენობაში შესვლა უნდა და ვერ ახერხებს. მგონია, რომ ჩემი შვილი ნაცემია. მთელმა ბაღდათმა დაინახა და ყვებიან, დღისით, მზისით როგორ ჩაუდეს იარაღი. აქ ბაღდათში რამდენიმე ყაჩაღობა მოხდა. ეს საქმეები გაუხსნელია და ალბათ უნდათ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დააბრალონ," - ამბობს აბულაძის დედა ნათია აბულაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ირაკლი აბულაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული.


ნანახია: 2833-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აბულაძეების თქმით დილის 05:00 საათზე, მათ ოჯახში 8 სამართალდამცველი შეიჭრა, ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და
შოთა ქემოკლიძეს სამართალდამცველები იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, თუმცა ბრალდებულის დედის, მანანა ბობოხიძის თქმით, მისი შვილი
პროკურატურა აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე თხოვს საზოგადოებას, თუ
როგორც პატიმრის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ის სენაკში 3 აპრილს პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს და მარიხუანა ჩაუდეს.

ამინდი