Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტრანსპორტის სამსახური: მძღოლებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს

თარიღი : 11-09-2013, 17:37 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქში გამოსაცდელ რეჟიმში დანიშნული #57 საქალაქო მარშუტი გააუქმა. აღნიშნული ხაზის დამატებამ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი და #1 საქალაქო ავტობუსების მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია. პროტესტის ნიშნად კი მძღოლებმა ტრანსპორტი მერიის შენობის წინ ჩააყენეს.
ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დათო კბილაშვილის თქმით, მერიის მიერ მძღოლების მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მათ კიდევ ახალი მოთხოვნა წამოაყენეს. კბილაშვილის თქმით, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები ამჯერად #26 მარშუტის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან გორა-საქუსლიას მიმართულებით მოძრაობს.
„მძღოლები ვერ არიან დალაგებული. როგორ უნდა გავაუქმოთ 26 ნომერი, როდესაც ნებართვაა გაცემული. თურმე ორი მიკროავტობუსი უშლით ხელს. ასე არ შეიძლება. ბავშვებივით იქცევიან. ერთი მოთხოვნა გაუვიდათ და მეორეს აყენებენ. ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს. ჩვენ მაგათ ბიზნეს ინტერესებს და მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ დავამთხვევთ,“ - ამბობს კბილაშვილი.


ნანახია: 2762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემთვის, როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსისთვის, მოსახლოების მოთხოვნა უფრო ყურადსაღებია, ვიდრე გაფიცული მძღოლების,"- ამბობს
ქუთაისში ტრანსპორტის მძღოლები ისევ გაიფიცნენ. #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა
შპს „სიტი ლაინის“ ექსპლუატაციის უფროსის თენგიზ ლომიძის თქმით, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც მძღოლები 30 თეთრად ემსახურებიან
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი, ახალი ხაზის, 57 ნომრის მძღოლებs, 5 და 20 ნომრის მძღოლები ხელკეტებით
ქუთაისში გაფიცულმა ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაგრძეს. მათ ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეხვდა, რომელმაც მძღოლებს
მძღოლების განცხადებით, ქალაქში მგზავრთა ნაკადი იკლებს და ახალი სამარშუტო ხაზები იხსნება, რის გამოც მათ შემოსავალი აღარ აქვთ.

ამინდი