ვანისა და სამტრედიის სოფლებში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
თარიღი : 29-09-2014, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უხვმა ნალექმა იმერეთში ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
გუბერნატორის აპარატის უფროსის გოჩა გაბუნიას განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად ვანის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. საცხოვრებელი სახლია დატბორილი სამტრედიის სოფელ გომშიც.
რეგიონის მასშტაბით არსებული მდგომარობის შესახებ ინფორმაციას 24 საათიან რეჟიმში იღებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ საგანგებო შტაბში.
გოჩა გაბუნიას თქმით, ამ დროისათვის დატბორილ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე უხვი ნალექისგან ზიანის მიყენების შესაძლებლობა იარსებებს.