ვანისა და სამტრედიის სოფლებში უამინდობამ შუქის გათიშვა გამოიწვია
თარიღი : 29-09-2014, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში უამინდობასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი არის შექმნილი, რომელიც რაიონებში არსებულ სიტუაციას უწევს მონიტორინგს. შტაბს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან: გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იმერეთის სატყეო სამსახური, საპატრულო პოლიცია, შ.პ.ს. "სოკარ ჯორჯია გაზი - იმერეთი", საგზაო დეპარტამენტი, "ენერგოპრო ჯორჯია", ქუთაისის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური, გაერთიანებული წყლის კომპანიის იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვმო სვანეთის ფილიალები და სასწრაფო სამედიცინო რეგიონალური სამსახური.
შტაბი მთელი ღამის განმავლობაში, იმერეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბებიდან, ყოველ საათში ერთხელ იღებდა განახლებულ ინფორმაციას.
ნალექის შედეგად სახნავ-სათესი ფართობები დაიტბორა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში. წყალი ასევე შევიდა საცხოვრებელ სახლში.
გვიან ღამით უამინდობამ ქალაქ სამტრედიაში და ვანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: სულორსა და დიხაშხოში, ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა, რამაც შუქის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად საჭირო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის ძლიერ წვიმას რეგიონისთვის სხვა სერიოზული სახის ზარალი არ მიუყენებია.
იმერეთის რეგიონში შექმნილი საგანებო სიტუაციების მართვის შტაბი ქვეყანაში შექმნილ ცენტრალურ შტაბთან კოორდინირებულად მუშაობს და არსებული მდგომარეობის მონიტორინგს აგრძელებს.